როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

ენების ევროპული დღის აღნიშვნის მრავალი გზა არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროსა და რა საშუალებებს ფლობთ.

დაწყებული მარტივი ქმედებებით (როგორიცაა, მაგალითად, ფილმების საღამოს მოწყობა, სადაც ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული ფილმები, ან ლინგვისტური კაფეს გახსნა,  რომელიც სთავაზობს სტუმრებს უცხო  ქვეყნების კერძებს), დამთავრებული რესურსებით მრავალფეროვანი ღონისძიებებით (ვთქვათ, ფართო მასშტაბის მედია ღონისძიებები). ღონისძიებების კალენდარში ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ეედ-ის ვებგვერზე 2002 წლიდან მოყოლებული, იქვე შემოთავაზებულია იდეების მდიდარი არჩევანი. ასევე ხელმისაწვდომია სექცია, რომელსაც მრავლისმთქმელი სახელი აქვს - "იგრძენით შთაგონება"!

არ აქვს მნიშვნელობა ღონისძიება დიდია თუ პატარაა, პრინციპი მარტივია...

  1. ჩამოაყალიბეთ კარგი იდეა (ღონისძიება, როგორიცაა, მაგალითად, წვეულება, ტურნირი, სადილი)
  2. ორგანიზება გაუწიეთ ღონისძიებას და ამის შესახებ გაავრცელეთ ინფორმაცია
  3. შეიტანეთ ღონისძიება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და
  4. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ის განხორციელდეს!

ენების ევროპული დღის ორგანიზება
ევროპის საბჭო არც ავალებს  (არც აფინანსებს) ღონისძიებათა ორგანიზებას. წევრ ქვეყნებსა და პოტენციურ პარტნიორებს სრული თავისუფლება აქვთ აქტივობების ორგანიზებისათვის მათი სურვილის შესაბამისად, რათა ენების ევროპული დღე მაქსიმალურად მოქნილად წარიმართოს.

"ეროვნული საკონტაქტო პირი"
უმეტეს ქვეყნებში გამოყოფილია „საკონტაქტო პირი“ ღონისძიების ორგანიზატორებსა და ევროპის საბჭოს შორის. ეს არ არის ანაზღაურებადი პოზიცია. საკონტაქტო პირი ხელს უწყობს ინფორმაციისა და  საბჭოს მიერ შექმნილი სარეკლამო მასალების გავრცელებას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.  

ევროპის საბჭოს როლი

ევროპის საბჭო  არის ენების ევროპული დღის ინიციატორი.  იგი ყოველწლიურად გზავნის პოსტერებს, სტიკერებსა და ევროპის ენობრივი მრავალფეროვნების ამსახველ სხვა ინფორმაციულ და სარეკლამო მასალებს. ეს მასალები ცენტრალიზებულად მიეწოდებათ  ეროვნულ საკონტაქტო პირებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას მათ შემდგომ განაწილებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში, ეედ-ის  ორგანიზატორთა მოთხოვნის შესაბამისად.