EDL.ECML.AT/LANGUAGEJOURNEY

გეპატიჟებით ევროპის ენების სამყაროში სამოგზაუროდ!


სიახლე: ლარას შემდეგი მოგზაურობა – ევროპის რეგიონალური და უმცირესობების ენების მეშვეობით

Download the book

*translation in progress

ლარა იწყებს ახალ ენობრივ მოგზაურობას –  მისი მოგზაურობის ამ თავში, ლარა იკვლევს რეგიონული და უმცირესობების ენების მომხიბვლელ სამყაროს. ლარა, რა თქმა უნდა ცნობისმოყვარეა და აღმოაჩენს ბევრ ენობრივ საგანძურს!
მას შემდეგ რაც ლარამ პირველი მოგზაურობისას შეიტყო ევროპის 46 ძირითადი „დიდი“ ენის შესახებ, ამ მოგზაურობის დროს ლარამ გადაწყვიტა ჩაუღრმავდეს და გამოიკვლიოს  ის ენები, რომლებიც არც ისე კარგად არის ცნობილი იმ ტერიტორიების მიღმა, სადაც მათზე საუბრობენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ენებს, რომლებთანაც უწევს მას  შეხვედრა, აქვთ რამდენიმე დიალექტი, ზოგიერთს არ აქვს სტანდარტიზებული წერილობითი ფორმა ან შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა დამწერლობას და რიგ შემთხვევებში მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მცირდება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ენებს აქვთ საამაყო ტრადიციები და მოსაუბრეთა ძალიან თავდადებული და აქტიური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მათი ენობრივი მემკვიდრეობის მომავალ თაობებზე გადაცემა.

ენების ხის პოსტერი

Bitte geben Sie hier Ihren Text ein...

Download the book

ენები, რომლებსაც შეხვდებით წიგნის შემდეგ გვერდებზე, ასახავს იმ ქვეყნების კულტურებისა და ტრადიციების მრავალფეროვნებას, რომლებიც გვერდიგვერდ თანაარსებობენ ჩვენს კონტინენტზე. ევროპელებისთვის მშობლიურ დაახლოებით 225 ენაზე მილიონობით ადამიანი ლაპარაკობს, ხოლო ენები, რომლებსაც ადამიანთა მცირე ჯგუფები იყენებენ, სამწუხაროდ, გაქრობის პირასაა.

ამ მოკლე მოგზაურობის დროს თქვენ აღმოაჩენთ უამრავ მსგავსებას ენებს შორის. ევროპული ენები უმთავრესად ერთიანდება სამ ძირითად ჯგუფში: სლავური, რომანული და გერმანიკული. ერთი ჯგუფის ენებს ერთი და იგივე ფესვები აქვთ - თუმცა, საუკუნეების განმავლობაში ისინი განვითარდნენ განსხვავებული მიმართულებებით. თქვენც შეძლებთ მათ შორის განსხვავებების აღმოჩენას: სხვადასხვა ანბანი (ლათინური, კირილიცა, ბერძნული, სომხური და ქართული), როგორ იქმნება ახალი სიტყვები და მათი ზოგჯერ იდუმალი წარმომავლობა. ყველას აქვს უნიკალური თვითმყოფადობა და ჩვენთვის მოსაყოლი საკუთარი ისტორია!