1. მე მხოლოდ მშობლიური ენის ცოდნა მჭირდება.
მითი ფაქტი გამოტოვება
მითიშესაძლოა ეს სწორი იყოს ადამიანთა მცირე რაოდენობისათვის, მაგრამ მოქალაქეთა უმრავლესობამ ევროპაში, მშობლიურ ენასთან ერთად, იცის სხვა ენაც, რაც მას სჭირდება განათლების მისაღებად, ბიზნესის საწარმოებლად და სხვა კულტურების აღსაქმელად. შემდეგი შეკითხვა
2. მე არ ვარ ორენოვანი / მრავალენოვანი. მე შემიძლია მხოლოდ ერთ ენაზე ვილაპარაკო.
დიდი ალბათობით ეს მითიასინამდვილეში თქვენ შეიძლება ორენოვანი / მრავალენოვანი ხართ. რამდენიმე წლის წინ ორენოვან ადამიანს ორივე ენის კარგად ფლობა მოეთხოვებოდა. მათგან ერთი, მისი მშობლიური ენა იყო, ხოლო მეორე ̶ თითქმის მშობლიურ ენასავით კარგად უნდა სცოდნოდა. ახალი მიდგომა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ენის მომხმარებლებზე დიდ იმედებს არ ამყარებს. თუ თქვენ გესმით რეკლამები, სიმღერები, წარწერები, ცალკეული ფრაზები სხვა ენაზე, ე. ი. თქვენ ხართ მრავალენოვანი ადამიანი ̶ თქვენ იყენებთ ერთ ენაზე მეტს შეტყობინების გასაგებად. შემდეგი შეკითხვა
3. მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობა იყენებს ერთ ენაზე მეტს.
ფაქტი“მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ყოველდღიურად იყენებს ორ ან მეტ ენას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნორმა არის მულტილინგვურობა და არა მონოლინგვურობა. ბევრი მიზეზია იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ორენოვანი ან მრავალენოვანი: სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მშობლები; სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა; პოლიტიკური მიგრაცია, როდესაც ცალკეულ პირებს ან ოჯახებს უწევთ ახალი ქვეყნის ენის შესწავლა და ასევე კავშირის შენარჩუნება სამშობლოსთან; განათლება, როდესაც ბავშვები ითვისებენ უცხო ან მეორე ენას სკოლაში; ორენოვანი / მრავალენოვანი საზოგადოება, რომლის წევრებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთი ენიდან მეორეზე გადასვლა; ისტორიული მოვლენები, როგორიც იყო მე-15 და მე-16 საუკუნეების „აღმოჩენები“, რასაც მოჰყვა კოლონიალიზმი. ამის შედეგად მოსახლეობამ შეითვისა კოლონიზატორის ენა, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია ადგილობრივი ვარიანტების სახით”.ნაირ იბრაჰიმი (2015) შემდეგი შეკითხვა
4. ინგლისური არის ერთადერთი ენა, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ.
მითიიმ შემთხვევაში, თუ ბავშვების მშობლიური ენა არის ინგლისური, ისინი ერთენოვნები იქნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ გაიმდიდრებენ გამოცდილებას, რაც სხვა ენების შესწავლას მოაქვს. მეორე მხრივ, თუ ბავშვი ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე და იცის მხოლოდ ინგლისური, იგი დაკარგავს მრავალ შესაძლებლობას, რასაც იძლევა სხვა ევროპული (ან მსოფლიო) ენების ცოდნა. ამას კი მნიშვნელობა აქვს მომავალში განათლების მიღების ან დასაქმების თვალსაზრისით. შემდეგი შეკითხვა
5. ბავშვები იბნევიან, თუ ისინი ერთ ენაზე მეტს სწავლობენ ერთდროულად.
მითიკვლევამ ცხადყო, რომ ენების შესწავლა არანაირად არ ვნებს ბავშვებს ̶ პირიქით, ეს მათ უადვილებს კომუნიკაციას და შემდგომში სხვა ენების შესწავლას. ზოგიერთ ორენოვან ბავშვს შეიძლება დროდადრო აერიოს გრამატიკული წესები ან წინადადებაში გამოიყენოს ორივე ენის სიტყვები. მაგ., ‘quiero mas juice’ (მე კიდევ მინდა წვენი). ეს ნორმალურია ბილინგვური ენობრივი განვითარებისათვის და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი დაბნეულია. ჩვეულებრივ, 4 წლის ასაკში ბავშვებს შეუძლიათ განასხვავონ ენები ერთმანეთისგან, თუმცა შესაძლოა ერთ წინადადებაში მაინც შეურიონ ორი ენის სიტყვები. დროთა განმავლობაში ისინი ამ პრობლემას დაძლევენ და ისწავლიან ორივე ენის სწორად გამოყენებას. შემდეგი შეკითხვა
6. მე ვერ მივეხმარები ბავშვს იმ ენის შესწავლაში ან გამოყენებაში, რომელიც მე თავად არ ვიცი (კარგად).
დიდი ალბათობით მითიაეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც მასწავლებელმა, თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს შეუქმნათ ისეთი გარემო, რომ მათ თამამად გამოიყენონ ენები, რომლებზეც ისინი ოჯახში საუბრობენ. წაახალისეთ ისინი, გაავლონ პარალელები სამიზნე ენასა და მათ ოჯახებში სალაპარაკო ენებს შორის. თქვენ ადვილად მიხვდებით, რას ამბობს ბავშვი და შესაძლოა მათგან თავადაც კი ისწავლოთ ენა! შემდეგი შეკითხვა
7. თუ შემსწავლელებმა არ იციან სასკოლო განათლების ენა, ისინი უკეთ აითვისებენ მას მხოლოდ ამ ენობრივ გარემოში ყოფნითა და მხოლოდ ამ ენის გამოყენებით.
მითიბავშვებისათვის ერთი ენის თავს მოხვევა მათი მშობლიური ენის საზიანოდ არ მოიტანს სასურველ შედეგებს. ოჯახში სალაპარაკო ენა არის ის უსაფრთხო კოგნიტიური ინსტრუმენტი, რომელიც ბავშვს უადვილებს სწავლას. ოჯახში სალაპარაკო ენების გამოყენების წახალისება ხელს უწყობს როგორც თვითონ ამ ენების, ასევე სასკოლო განათლებისა და სხვა დამატებითი ენების შეთვისებას. შემდეგი შეკითხვა
8. ოჯახში სალაპარაკო ენის/ენების მუდმივად გამოყენება ხელს შეუშლის ბავშვებს სასკოლო განათლება მიიღონ სხვა ენაზე.
მითისინამდვილეში, ოჯახში სალაპარაკო ენა/ენები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საფუძველი სასკოლო განათლების ენისა და სხვა ენების შესასწავლად. გარდა ამისა, ამ ენაზე ბავშვები ურთიერთობენ მშობლებთან, მომვლელებთან და შესაძლოა მასწავლებლებთანაც კი სხვა ენების შესწავლის პროცესში. შემდეგი შეკითხვა
9. ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა ვასწავლო X, როგორც უცხო ენა, და არ გამოვიყენო სხვა ენები კლასში.
მითი ფაქტი
მითიოჯახში სალაპარაკო ენების დაშვებით საკლასო ოთახში, ბავშვები თავს იგრძნობენ უფრო ლაღად და დაფასებულად. როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, სადაც მათ ღირებულებას ადებენ, ისინი უფრო ინტერესდებიან და უკეთ ერთვებიან სასწავლო პროცესში. თუ საკლასო ოთახის კარს გავუღებთ სხვადასხვა ენებს, ეს გაამდიდრებს როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს. ის დრო, რომელიც დაიხარჯება გაკვეთილზე ოჯახში სალაპარაკო ენების ჩართვაზე, სასიკეთოდ აისახება ზოგადად ენების შესწავლაზე. კარგად გაართვით თავი?თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ შემდეგი ბმულებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ და სხვა მითებთან: British Council François Grosjean Healthy ChildrenEuropean Day of Languages - Language facts ეს ქვიზი თავდაპირველად გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპული ცენტრის საიტზე Inspiring language learning in the early years.
This quiz is available in many more languages:
Bosanski, Català, Deutsch, Dansk, Ελληνικά, Eesti, English, Español, Français, Frysk, Hrvatski, Magyar, Հայերեն, Italiano, ქართული, Crnogorski jezik, Македонски Јазик, Malti, Polski, Русский, Slovenský jazyk, Slovenščina, Shqip, Српски, Svenska, Türkçe, Українська