EDL language challenges tools

საიდუმლო აგენტის ენობრივი გამოწვევების აპლიკაცია  2023 

საიდუმლო აგენტის ენობრივი გამოწვევების აპლიკაცია  2023 

ამ აპლიკაციაში ნახავთ დავალებებსა და ტესტებს, რომლებიც ხელს უწყობს შემსწავლელებს - მომავალ საერთაშორისო აგენტებს, ისარგებლონ უამრავი შესაძლებლობით პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად, ან გაიგონ მეტი რამ ენის შესახებ საკლასო ოთახის გარეთ. საფეხურების გავლით, დაბალი საფეხურის აგენტიდან, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ წამყვანი საიდუმლო აგენტი.
გვერდის ნახვა

როგორც საერთაშორისო აგენტს, თქვენ მოგიწევთ ახალი ადგილებისა და უცხო ქვეყნების მონახულება. ეს იქნება გამოწვევა. კარგი აგენტი დარწმუნებული უნდა იყოს თავის ენობრივ უნარებში, რათა არ გამოვლინდეს მისი ვინაობა! ამიტომ, თქვენ უნდა შეგეძლოთ უცხო ენებზე თავისუფლად საუბარი.

ენის გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია ავთენტიკურ, ყოველდღიურ საკომუნიკაციო ამოცანებთან, რომლებისთვისაც აგენტები მზად უნდა იყვნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მოსწავლე ყოყმანობს წავიდეს თუ არა რისკზე და ყოველთვის არ იყენებს შესაძლებლობას კლასის გარეთაც ივარჯიშოს შესასწავლ ენაზე.

რეალურ ცხოვრებაში უცხო ენაზე კომუნიკაცია არ ხდება სტრესის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისიაში ხართ. ის შეიძლება მოიცავდეს შეცდომებს, თქვენი ნათქვამის არასწორად გაგებას, სხვების გაუგებრობას, სხვა იდენტობის მიღებას, ენის გამოყენების ხერხის ცვლილებას.

ეს აპლიკაცია მოგამზადებს ამ სიტუაციებისთვის.

დღის საკონკურსო დავალება xx: Tell a joke in a foreign language (and make someone laugh)!

Download