ხმა მიეცით ამ წლის ყველაზე ინოვაციურ ღონისძიებას!
იმისათვის, რომ ენების ევროპული დღის აღნიშვნას მეტი ხიბლი შევმატოთ, ყველას, ვინც კი ეწვევა მის ვებგვერდს, შეეძლება ხმა მისცეს ღონისძიებას, რომელსაც მიიჩნევს ყველაზე ინოვაციურად მისი შემოქმედებითობის, ან ამ დღისადმი კარგად მისადაგების გამო, ან თუნდაც იმისთვის, რომ სრულად წარმოაჩენს ამ დღესასწაულის სულისკვეთებას. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ერთი თვის განმავლობაში, 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე, ხოლო გამარჯვებული გამოცხადდება დეკემბერში. ღონისძიების მომწყობს, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, გადაეცემა პატარა პრიზი.