en  fr  cs  de  et  el  es  ga  hr  it  pl  ro  sq  sk  sl  sv  nn  sr  bs  lt  mk  lb  nl  hy  pt  tr  da  bg  fi  hu  ka  lv  eu  ca  ru  gl

თავად შეაფასეთ თქვენი ენობრივი უნარები



თქვენ მიიღებთ ენობრივი უნარების ამსახველ კარგ და ინფორმაციულ დიაგრამას!
 

თამაში - „თავად შეაფასეთ თქვენი ენობრივი უნარები" - დაგეხმარებათ „საერთოევროპულ სარეკომენდაციო დოკუმენტში“ აღწერილი ენების ფლობის ექვსი  დონის შესბამისად შეაფასოთ თქვენი უნარები იმ ენებში, რომლებსაც ფლობთ.  „საერთოევროპული სარეკომენდაციო დოკუმენტი ენებისათვის: სწავლა, სწავლება, შეფასება“ შეიმუშავა ევროპის საბჭომ (ენობრივი პოლიტიკის განყოფილება, სტრასბურგი). ეს დოკუმენტი (CEFR) არსებობს 39 ენაზე და გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ბევრი სხვადასხვა კონტექსტით. 

თამაში ეფუძება თვითშეფასების ტაბულას, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ დოკუმენტში  და აღწერს ენობრივ აქტივობებს.

როდესაც ამ აპლიკაციის შევსებისას შეკითხვებს პასუხობთ, გახსოვდეთ, რომ მისი მიზანია მხოლოდ თქვენი ენობრივი პროფილის დაგენა და თქვენ მიერ ენის სწავლის წახალისება! თვითშეფასების სრული პროცედურა კი ოდნავ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს!

 

შეიტყვეთ უფრო მეტი შემდეგი საკითხების შესახებ:

  1. „საერთოევროპული სარეკომენდაციო დოკუმენტი ენებისათვის: სწავლა, სწავლება, შეფასება“ (CEFR)
  2. თვითშეფასება: ევროპული ენების პორტფოლიო

ვებგვერდების ადმინისტრატორებისათვის: ხომ არ გსურთ, რომ დაამატოთ ეს ფლეშთამაში თქვენს საიტს? გაგვიხარდება, თუკი თქვენ ამას გააკეთებთ. დაამატეთ შემდეგი კოდი თქვენს ვებგვერდს და გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: information(at)ecml.at.  ზუსტი URL შეგიძლიათ იხილოთ აქ:


ენობრივი ფაქტები
ენობრივი წვრილმანები
ჟესტების  ენასთან დაკავშირებული ფაქტები
თავად შეაფასეთ თქვენი ენობრივი უნარები!
ენობრივი საგანძური
დამელაპარაკე!
ცხოველთა ხმები
ლინგვისტური ვიქტორინა
უნიკალური სიტყვები
გამოჩენილი ადამიანების  ენები
გამარჯობა
პალინდრომები
იგივე სიტყვა - განსხვავებული მნიშვნელობა
გონებრივი თამაში
ყველაზე გრძელი სიტყვა
ენის გასატეხი
მსოფლიოში გავრცელებული იდიომები
გააგზავნეთ  საფოსტო ბარათი!
ჟესტების ენის თამაში