რამდენად მრავალენოვანია თქვენი საკლასო ოთახი/ორგანიზაცია?

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რეალურად რამდენად მრავალენოვანია თქვენი საკლასო ოთახი/ორგანიზაცია? სკოლის საკლასო ოთახში, ოფისში ან დაწესებულებაში ხშირად იმაზე ბევრად უფრო მეტი ენაა ხოლმე წარმოდგენილი, ვიდრე თქვენ მოელოდით. ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული: თქვენი მოსწავლეები ან კოლეგები შეიძლება სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ თავის ოჯახურ ან ეთნიკურ წრეში, მათ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში უცხოვრიათ ან უმუშავიათ ან უბრალოდ, თავიანთ ენებს ოფიციალური და არაოფიციალური განათლების მიღების შედეგად დაუფლებიან.
მიჩნეულია, რომ ევროპაში 225-ზე მეტი ადგილობრივი ენაა გავრცელებული. ამ რაოდენობაში არ შედის ის ენები, რომლებიც კონტინენტზე ბოლოდროინდელი მიგრაციის შედეგად შემოვიდა.. 

2018 წელს ენების ევროპული დღის აღნიშვნის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ სკოლებს, ოფისებს, დაწესებულებებს და ფაქტობრივად, ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ ცალკეულ პირს, ვისაც საკუთარი ენების მსოფლიოსათვის გაცნობა სურს. ამ ინიციატივის მეშვეობით გვინდა წარმოვაჩინოთ, როგორია მრავალენოვანი ევროპა პრაქტიკაში და აგრეთვე გამოვავლინოთ ენებით ყველაზე უფრო მდიდარი საკლასო ოთახები და სამუშაო ადგილები ევროპაში.
 

მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი კრეატიული საშუალების გამოყენებით, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მრავალენოვანია თქვენი საკლასო ოთახი/ორგანიზაცია. ეს შეიძლება იყოს მოკლე ვიდეო- ან აუდიოჩანაწერი (არა უმეტეს 30 წამის ხანგრძლივობისა), პოსტერი, მხატვრულად დაწერილი ტექსტი, ენის კარგად ფლობის მაჩვენებელი სიმღერა, ფაქტობრივად – ყველაფერი, რასაც კი ინებებთ! ვინაიდან 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წლად არის გამოცხადებული, ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ ისეთი საკონკურსო ნამუშევრებიც, რომლებიც თქვენს სკოლაში, სწავლა-განათლების მიღების ადგილზე ან სამსახურში სხვა ხალხთა კულტურების აღმოჩენისა და წარმოდგენის ინოვაციურ გზებს გვიჩვენებს.

ვიმედოვნებთ, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრისთვის გამოვლენილი გვექნება ევროპის ყველაზე უფრო მრავალენოვანი და ინტერკულტურული საკლასო ოთახები და სამუშაო ადგილები.

(ყველა კონკურსანტი მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს)

(Open from 10th September until 10th October)