en  fr  cs  de  et  el  es  ga  hr  it  pl  ro  sq  sk  sl  sv  nn  sr  bs  lt  mk  lb  nl  hy  pt  tr  da  bg  fi  hu  ka  lv  eu  ca  ru  gl

წარმოაჩინეთ თქვენი ღონისძიება

ამგვარად, ჩავთვალოთ, რომ თქვენ უკვე დაგეგმეთ თქვენი ღონისძიება. ეს შესანიშნავია. სამწუხაროდ, მის შესახებ არავინ არაფერი იცის. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ინიციატივის წარმოსაჩენად. დავიწყოთ მისი მომზადება და ...

  1. შეიყვანეთ თქვენი ღონისძიება ეედ-ის ღონისძიებების კალენდარში.
  2. შეამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მასალა ჩამოსატვირთად ან ეროვნული საკონტაქტო პირისგან  გამოსათხოვად.
  3. მოამზადეთ საინფორმაციო-სარეკლამო ტექსტები/ფლაიერები  და გაავრცელეთ ისინი.
  4. გაწევრიანდით ეედ-ის ფეისბუკის ჯგუფში და აცნობეთ ყველას თქვენი ღონისძიების შესახებ.
  5. შეატყობინეთ თქვენს ადგილობრივ გაზეთს ღონისძიებისა და ენების ევროპული დღის შესახებ (არ დაგვავიწყდეთ, მიაწოდოთ ეედ-ის ვებგვერდის მისამართი: www.coe.int/edl).
  6. აცნობეთ თქვენს ეროვნულ საკონტაქტო პირს თქვენი ინიციატივის თაობაზე. შესაძლოა მან იცოდეს ინფორმაციის გავრცელების სხვა გზებიც.